Monday, April 29, 2013

გააჩერეთ დედამიწა ჩავდივარ!


პროექტის სახელწოდება: „გააჩერეთ  დედამიწა ჩავდივარ! „
პრექტის მთავარი იდეა : დედამიწის გარსის ეკოლოგიური პრობლემის გაცნობა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ნიადაგის დაბინძურების მიზეზს, თუ რა პრობლემის წინაშე ვდგებით არა ბუნებრივი სასუქის  მოხმარებით.
ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ქარხანა-ფაბრიკების და ავტომობილების ტოქსიკური გამონაბოლქვი.
ჰდროსფეროს დაბინძურება ტექნიკური ნარჩენებით და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბიოსფეროში არსებული პრობლემა ტყის ჭრის  შედეგად.
პროექტის  მიზანი: მოსწავლეები  მიხვდებიან  პროექტის დამთავრების შემდეგ თუ რა კავშირია  ოთხივე სფეროს  შორის . მიხვდებიან , რომ ერთი რომელიმე სფეროს დაბინძურება იწვევს დანარჩენ სფეროებშიც ეკოლოგიურ პრობლემას.
გაიგებენ, რომ ნიადაგში უმჯობესია შეიტანონ ორგანული სასუქი. ქარხანა-ფაბრიკებს დაუყენონ ძლიერი ფილტრები. მდინარეებში ჩაშვებული ნარჩენები გაფილტრონ და ტყის მოჭრის ლიმიტიზაცია მოხდეს.
მოსწავლეთა ასაკი:  მეშვიდე  კლასი
ვადები და ხანძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში გაიღვიძოთ ინტერესი გაეცნონ უფრო აქტუალურ და გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ,რომ თითეულ მათგანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრობლემის გადაჭრა ში. შეიყვარონ ბუნებრივი გარემო და უფრო მოწიწებით მოეპყრონ მას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ფორმატი, მარკერი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა: შევარჩიე გლობალურად პრობლემური მასალა  მოსწავლეებთან ერთათ. ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ მის აქტუალურობაზე. რა იციან ეკოლოგიაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
თითეულმა ჯგუფმა აირჩია მისთვის სასურველი თემატიკა [დედამიწის ოთხო სფეროდან ]. აირჩიეს ლიდერი და გაინაწილეს საძიებო საკითხები.
პერიოდულად მოხდება ჩემს მიერ შემოწმება თუ მუშაობის რა ეტაბზე არიან. მოძიებული მასალა , სურათები, საინტერესო რუბრიკები გამოიყენება და აიტვირთება ბლოგში.
ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეო.VII.10. მოსწავლეს შეუძლია ახსნას გარემოსდაცვითი ღონისძიებების აუცილებლობა.
             შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
•          აანალიზებს გეოეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ ბუნებრივ და ანთროპოგენულ ფაქტორებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე;
•          ასახელებს გეოეკოლოგიური პრობლემების შედეგებს და გამოთქვამს ვარაუდს, თუ რა მოხდება მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში;
•          ჩამოთვლის და შეძლებისდაგვარად ახორციელებს მისი აზრით, ქვეყნისთვის ან თავისი რეგიონისთვის აუცილებელ გარემოსდაცვით ღონისძიებებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ლაურა ბიძინაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lbidzinahvili@gmail.com
ხელმძღვანელის ბლოგი : http://lbidzinahvili.blogspot.com/

Friday, April 26, 2013

ავტობიოგრაფია


ლაურა ბიძინაშვილი დავიბადე ქალაქ თბილისში 1968 წლის 19 თებერვალს.

1985 წელს დავამთავრე ქალაქ თბილისის 68 - საშუალო სკოლა.

1988 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოგრაფია - გეოლოგიის ფაკულტეტზე.

1989 წელს დავოჯახდი, მყავს მეუღლე და ორი შვილი .

ამჟამად ვმუშაობ 141-ე საჯარო სკოლაში გეოგრაფიის პედაგოგად.